განგრძობადი იურიდიული განათლების მე-8 ეროვნული კონფერენცია

11 დეკემბერი 2018

8-9 დეკემბერს, თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის განგრძობადი იურიდიულ განათლების მე-8 ეროვნული კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გახსნა.

კონფერენციაზე განხილულ თემათა შორის იყო:
 
> დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ასპექტები;
> უკანონოდ გათავისუფლებული პირების სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები;
> სამეწარმეო წარმომადგენლობა ქართულ სამართალსა და სასამართლო პრაქტიკაში;
> სამომხმარებლო ფინანსური პროდუქტების რეგულირების გავლენა ბაზრის მონაწილეებზე;
> ადვოკატებისა და იურიდიული ფირმებისთვის ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიშის გამოყენება ესქროუ მომსახურებისათვის: ახალი შესაძლებლობა და გამოწვევები;
> ბლოკჩეინ ტექნოლოგია და სმარტ კონტრაქტები - ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები; 
> საერთაშორისო ბიზნეს-დავები და მათი სამართლებრივი შედეგების ცნობა-აღსრულება საქართველოში - სასამართლო პრაქტიკა;
> ეთიკური დილემები არბიტრაჟში: პრაქტიკული გამოწვევები და ზეგავლენა ცნობა-აღსრულებაზე;
 
კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის საშუალება როგორც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ასევე სხვა პრაქტიკოს იურისტებს აქვთ.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი